გენადი არველაძე - ციფრული ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა, გავზარდოთ პროდუქტიულობა, შევამციროთ ფასები და უზრუნველვყოთ უკეთესი ხარისხის მომსახურება

ციფრული ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა, გავზარდოთ პროდუქტიულობა, შევამციროთ ფასები და უზრუნველვყოთ უკეთესი ხარისხის მომსახურება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენად არველაძემ, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებულ მინისტერიალში მონაწილეობს.

მინისტერიალი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტარდება და მასში OECD-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო მინისტერიალის ერთ-ერთ სესიაში, რომელიც გაციფრულების შესაძლებლობებს შეეხება.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ცოდნაზე დაფუძნებული და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარების მიზნით წარმატებული რეფორმები გაატარა. მათ შორის, დაამტკიცა ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების ეროვნული სტრატეგია, დაიწყო პროექტის Log-In Georgia-ის განხორციელება, რომლის ძირითადი კომპონენტებია ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს, მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ლიბერალური ბიზნეს კლიმატის გათვალისწინებით, დიდი პოტენციალი აქვს გახდეს ციფრული რეგიონული ჰაბი, რომელიც რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ICT შესაძლებლობების განვითარებას ხელს შეუწყობს.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარებაა. ციფრული ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა, გავზარდოთ პროდუქტიულობა, შევამციროთ ფასები და უზრუნველვყოთ უკეთესი ხარისხის მომსახურება. თანამედროვე ტექნოლოგიებს როგორიცაა 5G, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, cloud ტექნოლოგიები და სხვა, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალურ ეკონომიკაში. მოწინავე ტექნოლოგიების მიღმა ეკონომიკის არც ერთი სექტორი არ რჩება. ამდენად, მთავრობებს, ბიზნესს და საზოგადოებას ეკონომიკის ახალ პრინციპებთან და მის პოლიტიკის გამოწვევებთან სწრაფად ადაპტაცია მოუწევთ,“ - განაცხადა გენად არველაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა