ლოიდ ოსტინი - რუსებისგან იერიშს გაზაფხულზე ველით, ამიტომ საკონტაქტო ჯგუფის პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა საჭირო ეფექტი შეიქმნას ბრძოლის ველზე - გავაგრძელებთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას

აშშ ელის, რომ უკრაინა შეტევას გაზაფხულზე დაიწყებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატში სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია ახალ ძალებს გზავნის ბრძოლის ველზე. უკრაინას რისი გაკეთება სურს ახლა - ბრძოლის ველზე დაამყაროს პირობები, რომლებიც მომავალშიც მათ სასარგებლოდ იქნება. მათგან იერიშს გაზაფხულზე ველით. ამიტომ საკონტაქტო ჯგუფის პარტნიორებთან ბევრს ვმუშაობთ, რათა უკრაინას პოტენციალი ჰქონდეს ჯავშანტექნიკაში, რათა საჭირო ეფექტი შეიქმნას ბრძოლის ველზე”, - თქვა ოსტინმა.

პენტაგონის მეთაურმა აღნიშნა, რომ მას სჯერა, რომ უკრაინა შეძლებს ინიციატივის გამოჩენას და მისთვის სასარგებლო პირობების შექმნას.

“ერთობლივი ძალისხმევებით მკაფიო გავხადეთ, რომ ვაპირებთ უკრაინას მის დამოუკიდებლობას მხარი იმდენ ხანს დავუჭიროთ, რამდენიც საჭირო იქნება. გავაგრძელებთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას. თვის დასაწყისში აშშ-მა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა, მათ შორის HIMARS სისტემების, საბრძოლო მასალისა და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებზე. ამას გარდა, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 1.75 მილიარდი დოლარი გამოვყოთ”, - თქვა ოსტინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა