ვლადიმერ პუტინი - მიკერძოებულობა მიუღებელია სასამართლო ხელისუფლებისთვის, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის აღსრულებადი რუსეთში

მიკერძოებულობა მიუღებელია სასამართლო სისტემისთვის, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის აღსრულებადი რუსეთში. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის სექტემბერში რუსეთი გამოვიდა ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან. მან დასძინა, რომ ასეთი ნაბიჯის მიზეზები ცნობილია და აშკარაა, „აქ განსაკუთრებული კომენტარები არ არის საჭირო“. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გარკვეული განაჩენები აშკარად პოლიტიზირებულია, რაც ბოლო პერიოდში „მიუღებელი“ გახდა.

„მიკერძოებულობა, როგორც არ უნდა იმართლონ თავი, ნებისმიერ შემთხვევაში, აბსოლუტურად მიუღებელია სასამართლო ხელისუფლებისთვის. ამიტომ მიიღეს ფედერალური კანონები, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 15 მარტის შემდეგ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის აღსასრულებელი რუსეთში“, - აღნიშნა პუტინმა რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის, სამხედრო და საარბიტრაჟო სასამართლოების მოსამართლეებთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ცვლილებები შევიდა რუსეთის საპროცესო კანონმდებლობაში, რომელიც ეხება რუსეთის სასამართლოების მიერ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებულ სასამართლო აქტების გადახედვას.

„ამგვარად, საპროცესო კოდექსებიდან გამოირიცხა დებულებები, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები არის ახალი ან ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების გადასინჯვის საფუძველი“ , - განაცხადა პუტინმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife