იენს სტოლტენბერგი - პუტინმა სათანადოდ არ შეაფასა უკრაინელების სიძლიერე და სიმამაცე, ისევე როგორც ნატოს და პარტნიორების გაბედულობა და ერთიანობა

ნატოს მოკავშირე ქვეყნები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას აწვდიან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრების სხდომის გახსნისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირე ქვეყნები, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობაში, უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გააგრძელებენ, “რამდენიც საჭირო იქნება”, რათა კიევმა შეძლოს “თავდაცვის უფლების გამტკიცება”.

“დღეს ჩვენ უწყვეტ დახმარებას განვიხილავთ, რომელიც აუცილებელია უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს გასამარჯვებლად და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასამტკიცებლად”, - თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინმა სათანადოდ არ შეაფასა უკრაინელების სიძლიერე და სიმამაცე, ისევე როგორც ნატოს და მისი პარტნიორების გაბედულობა და ერთიანობა.

შეხვედრას ასევე ესწრებიან აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს