ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ ყველას, ვინც პროდასავლურ პოზიციაზე დგას,  უცხოურ აგენტურად მოიხსენიებს, "ხალხის ძალის" კანონპროექტი არის მმართველი პარტიის ნაკარნახევი - აპირებენ სამოქალაქო სექტორი „გააშავონ“

"უცხოური გავლენის" თაობაზე „ხალხის ძალის" კანონპროექტი არის „ქართული ოცნების“ მიერ ნაკარნახევი კანონპროექტი, რომელიც მათი ქვედანაყოფის მიერ არის ინფიცირებული , - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძე განაცხადა, რითაც "უცხოური გავლენის" თაობაზე „ხალხის ძალის" კანონპროექტს გამოეხმაურა.

როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, არასამთავრო ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვანი პროექტებისთვის მხარდაჭერას იღებენ, გამჭვირვალე ფინანსირება აქვთ.

„ქართული ოცნება“ ყველას, ვინც პროდასავლურ პოზიციაზე დგას მოიხსენიებს, როგორც უცხოურ აგენტურად. რაც ახლა მათ მოიგონეს, სინამდვილეში აპრობირებული მეთოდია რუსეთში. არასამთავრო ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვანი პროექტებისთვის მხარდაჭერას იღებენ, არის ძალიან გამჭვირვალე ფინანსირება. რაც არ არის გამჭვირვალე, ეს არის რუსეთის მხრიდან მომავალი ფინანსირება. განსხვავება ის არის, რომ რუსეთის მხრიდან დაფინანსება გამჭვირვალედ არ ხდება. დასავლეთის მხრიდან, როდესაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, ეს ხდება გამჭვირვალედ.

იმის ნაცვლად, რომ გაუმჭვირვალე ფინანსირებას ებრძოლონ, ვხედავთ, რომ ცდილობენ, გააოფიციალურონ თავიანთი მიდგომა და პროპაგანდა, რომ არასამთავრობო სექტორს და სხვა ნებისმიერ ორგანიზაციას უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას. უნდათ, რომ საკანამდებლო დონეზე გააფორმონ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რას მისცემს აღნიშნული კანონპროექტი ხელისუფლებას, ჯაფარიძის განმარტებით, პროპაგანდისთვის სჭირდებათ, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთიდან იღებენ დაფინანსებას, ოფიციალურად შეძლონ უცხოური აგენტები უწოდონ.

„სახელის წოდების საშუალება მიეცემათ, რომ ადამიანის გონებაში შეიტანონ აღრევა, რომ კანონმდებლობით ესენი უცხოელი აგენტები არიან.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, არც ერთი რუსული აგენტურა არ გამოვლენილა. ამაზე კი არ არის კონცენტრირებული მთავრობა, გამჭვირვალე ფინანსირება, სადაც არის იმაზე არიან კონცენტრირებულები. როდესაც ხელის გულზეა, თუ საიდან ჩაირიცხა თანხა და რაში დაიხარჯა, მაშინ რატომ ასეთი ინიციატივა? ეს ინიციატივა, სწორედ მათი პროპაგანდისთვის სჭირდებათ, რომ მერე ამ ადამიანებს უცხოელი აგენტები უწოდონ.

ისინი აპირებენ პროპაგანდა გააძლიერონ და დასავლური ინსტიტუციური ორგანიზაციებით ფუნქციონირებადი სამოქალაქო სექტორი და დამოუკიდებელი ორგანიზაციები მაქსიმალურად გააშავონ. სხვა ამოცანა ამას არ აქვს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, „ლელოს“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციაზეც ისაუბრა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ ანტიევროპულმა ნაბიჯებმა გამოიწვია ის უნდობლობა და დამოკიდებულება, რომელიც დღეს არსებობს.

„რაც დღეს ხდება ამას წინ უძღოდა გამოკვეთილი ანტიევროპული და ანტიდასავლური ნაბიჯები. პოლიტიკური ოპონენტების დევნა, სასამართლოს ინსტრუმენტად გამოყენება, თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პრობლემა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით გადაყვანაში კი არა არის, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს არანაირი ავტორიტეტი არ აქვს. ყველამ იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ოფისში იწერება.

„ქართული ოცნების“ ანტიევროპულმა ნაბიჯებმა გამოიწვია ის უნდობლობა და დამოკიდებულება , რომელიც დღეს არსებობს. ასე, რომ რასაც დასთეს იმას მოიმკი“,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მან ასევე ისაუბრა 12 - პუნქტიან გეგმაზე და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არის დიდი რისკი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე კვლავ უარი ეთქვას.

„დღევანდელი ვითარება თუ შენარჩუნდა შანსი მინიმალური იქნება. მცდელობა, რომ თვალში ნაცარი შეაყარონ ადამიანებს, თითქოს ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, ეს ხომ ტყუილია. ეს ტყუილი უნდა ვამხილოთ და „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, რომ გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს ეს უნიკალური შანსი“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა