შსს-მ სანდრო სულაბერიძის საქმეზე დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო გამოძიება შეწყვიტა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელოვან სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტზე დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა.

„2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს.

საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ, საქმეზე გამოძიება შეწყდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სანდრო სულაბერიძე საქართველოს ეროვნული გალერიის მიერ ორგანიზებული გამოფენის "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე იყო. გამოფენის მიმდინარეობისას, მან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და კედელზე დატოვა წარწერა - ,,ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით