რობერტა მეცოლა - მოლდოვას ადგილი ჩვენთან, ევროპულ ოჯახშია

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს წერილს უგზავნის, რომელშიც ის, ევროპარლამენტის სახელით, მოლდოვის მიმართ ურყევ სოლიდარობას გამოხატავს.

„მსურს, ევროპარლამენტის სახელით, გამოვხატო ჩვენი ურყევი სოლიდარობა მოლდოვას რესპუბლიკის მიმართ და ჩვენი ნდობა მოლდოვის პროევროპული ხელმძღვანელობის მიმართ“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც მეცოლას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ კარგად ვიცით რთული საშინაო ვითარება და გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომლის წინაშეც თქვენი ქვეყანა დგას და რომელიც გამწვავებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად“, - წერს მეცოლა.

მისი თქმით, მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია. „ნება მიბოძეთ, შევაქო თქვენი ხელმძღვანელობა და გამბედაობა მოლდოვაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში. მოლდოვას ადგილი ჩვენთან, ევროპულ ოჯახშია“, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში დივერსანტების გამოყენებით სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა