„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 თებერვალს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭოპორტი, ახატანი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, ქვემო ღარისწყალა, ნოჯა, ლაშარის ჯვარი და მიმდებარე სოფლებში.

11:30 საათიდან 14:00 საათამდე, დენი გაეთიშებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაგრანეთი, ზემო და ქვემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო, სიონი.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფლებში მსხალდიდი, ლისი, ზემო და ქვემო ლისი, წოდორეთი, მუხათწყარო, ხოლო 14:00-საათიდან 16:00 საათამდე - სოფლებში მუხათწყარო, ლისი, აგარაკი.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე