საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მილანის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში, მილანში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში BIT 2023 მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მილანის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 7 ტურისტულ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი.

„გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა. BIT 2023-ის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა.

მილანის ტურისტული გამოფენა 1980 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული მოვლენაა. მილანის ტურისტულ გამოფენაზე 500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას მთელი მსოფლიოდან 65 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა