საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმა (PAR) გრძელდება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საჯარო მმართველობის იმპლემენტაციის ფარგლებში, საპენსიო სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩართულობით საპენსიო სააგენტოში დაინერგება ხარისხის მართვის ევროპული მოდელი - „შეფასების ერთიანი სისტემა“ (CAF).

უწყების ცნობით, პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდება.

„შეფასების ერთიანი სისტემა ხელს შეუწყობს მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სერვისების შექმნას, ხელმისაწვდომობის გაზრდას და ხარისხის უზრუნველყოფას.

სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ - ქეთევან ბეთლემიძემ და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა - გიორგი დანელიამ.

მემორანდუმის თანახმად, უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც შეფასების ერთიანი სისტემის დანერგვის მექანიზმებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022 – 2025 წლების ერთიანი სტრატეგია. რეფორმის მიზანია მომხმარებლისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების კიდევ უფრო გამარტივება და ხელმისაწვდომობის გაზრდა. სერვისების გამარტივებულად მიწოდების სტანდარტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებაა იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა