კახა კალაძე - თბილისში 12 პრობლემური კვანძია, რაც პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის - ტრანსპორტი დღეში 1500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასი ათასამდე მგზავრი სათანადო მომსახურებას ვერ იღებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, რა ახდენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულ ფუნქციონირებაზე გავლენას.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეში 1500-მდე ბრუნსაც კი ვერ აკეთებს, რის გამოც ასი ათასამდე მგზავრი მომსახურებას ვერ იღებს. კალაძის განმარტებით, მიზეზი პრობლემური სატრანსპორტო კვანძებია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

„დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების რაოდენობა, ან თუნდაც გზების რეაბილიტაცია, არამედ ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქუჩების დიზაინს. ქუჩის ახალი დიზაინი, რომელსაც ვნერგავთ, ორიენტირებულია უსაფრთხო გადაადგილებაზე. პრიორიტეტი ენიჭება ტროტუარების გაფართოებას, ქვეითთა პანდუსების ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობას, პარალელურად მიმდინარეობს ახლომდებარე არსებული რეკრეაციული და საჯარო სივრცეების მოწესრიგება.

ამჟამად დედაქალაქში 12 პრობლემური კვანძი გვაქვს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში. არსებული კვანძები უნდა მოწესრიგდეს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაახლოებით 1500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ასი ათასამდე მგზავრი სათანადო მომსახურებას ვერ იღებს. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს კვანძები, ქუჩების და გამზირების მოუწესრიგებლობა, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. კარგი მაგალითია მელიქიშვილის გამზირისა და ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია. ამ დროს როგორი პრობლემები იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით - ეს ორი ქუჩა ჩაკეტილი იყო, ქალაქში გადაადგილება ჭირდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში იდგა. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ კონკრეტულ გაჩერებაზე აგვიანებს, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და ტრანსპორტი ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ვერ ემსახურება. ამას საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვება, რომ თითქოს ავტობუსების რაოდენობა არაა საკმარისი. არადა მარტივია, ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფ გადაადგილებას ვერ ახერხებს - როდესაც 1500 ბრუნს ვერ აკეთებს ავტობუსი, ასი ათასამდე მგზავრი მომსახურების გარეშე რჩება, ეს დიდი პრობლემაა. ამიტომ გვაქვს წარმოდგენილი პრობლემური კვანძები, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა