მცხეთის სოფლების - წეროვანისა და გოროვანის ძირითად დასახლებებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - წეროვანისა და გოროვანის ძირითადი დასახლებების წყალმომარაგებისთვის სისტემის მოწყობის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის - შპს „ალგეთის“ წარმომადგენელმა შალვა შალვაშვილმა მოაწერეს.

„სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სათავე ნაგებობების, სატუმბი სადგურის, მაგისტრალებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა, გარდა ამისა რეაბილიტირდება არსებული რეზერვუარები.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ჯამურად 8 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოები ეტაპობრივად, 2025 წლის გაზაფხულის სეზონზე დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.

კომპანიამ 2022 წლის ბოლოს სოფელ წეროვანის გარკვეული ნაწილისთვის წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები დაასრულა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო წყალმომარაგების ქსელი და სატუმბი სადგური“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა