იაგო ხვიჩია - ჩემს სახლში რომ ვიღაც შემოდიოდეს, აუცილებლად ვეტყოდი, რომ ამ სახლში ჩემი წესებით თამაშობენ - ჩვენ თუ ევროპის კარს ვუკაკუნებთ, ცხადია, ევროპული წესებით მოგვიწევს თამაში, ეს არ გვინდა?

ჩემს სახლში რომ ვიღაც შემოდიოდეს, აუცილებლად ვეტყოდი, რომ ამ სახლში ჩემი წესებით თამაშობენ, ჩვენ თუ ევროპის კარს ვუკაკუნებთ, თავისთავად ცხადია, რომ ევროპული წესებით მოგვიწევს თამაში, ეს არ გვინდა? ამისთვის არ მივდივართ ევროპაში?! - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მათი წესებით უნდა იმუშაოს.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ მოსახლეობას ეუბნება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით მუშაობს, მეორე მხრივ, კი პარტნიორების მიმართ ამ გზავნილთან აცდენილ განცხადებებს აკეთებს, ემსახურება იმას, რომ ვერავინ გაიგოს, რა სურთ მათ რეალურად და ეს ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება.

"მათი განცხადებები ემსახურება იმას, რომ ვერასდროს გავიგოთ რეალურად რა უნდათ და ვიყოთ ამ "ნაც-ქოცურ" ჩხუბში. ამის შემადგენელი ნაწილია, რომ არ თქვან რა უნდათ: ევროპა უნდათ თუ არ უნდათ, დამოუკიდებელი სასამართლო უნდათ თუ არა, თავისუფალი ქვეყანა უნდათ, თუ არ უნდათ. მათ სურთ ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. ამისთვის ევროპაა საჭირო? - იტყვიან, "კი ბატონო, ვიქნებით ევროპელები," "ანტიევროპელობაა საჭირო, ვიქნებით ანტიევროპელები, კიდევ სხვა რამე ვიქნებით, მნიშვნელობა არ აქვს რა, ოღონდ ძალაუფლება შევინარჩუნოთ". ამ წუთას გამოსავალს ანტიევროპელობაში ხედავენ და იმის თქმაში, რომ ომში გვითრევენ, მინიმუმ მანამ, სანამ ომია და ხალხი შეშინებულია იმით, რომ საქართველოშიც ვინმემ რამე არ გაისროლოს. სინამდვილეში, არც ერთი ქვეყანა ომში არ ჩართულა, არავის მოუთხოვია არავისთვის ომში ჩართვა და ამ პირობებში მიდის კამპანიის ტირაჟირება, რომ ევროპელები და ამერიკელები ომს გვთხოვენ, მარტო ჩვენ სამყაროში თურმე,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა