პაატა მანჯგალაძე - მიმყარდება ეჭვი, რომ მარტო სააკაშვილის ჩამოშორების ამბავი არ არის და ვიღაცას რაღაც ვალდებულება აქვს პუტინთან - იციან, რომ როცა პუტინს გადააგდებ, ეს მთავრდება პოლონიუმის მიღებით

ამ „დემოკრატიის მამებს“ რომ ევროპა უნდა გააკვირვონ დემოკრატიით, რა ცხოველი ინტერესი აქვთ ადამიანის მოკვდინების, მართლა ვერ ვხვდები - მე მიმყარდება ეჭვი, რომ მარტო სააკაშვილის ჩამოშორების ამბავი არ არის, რაღაც ვალდებულება აქვს ვიღაცას პუტინთან და ვერ რისკავს სააკაშვილის გაშვებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, არ დარჩა ინსტიტუცია მსოფლიოში, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ შეეხო და ხელისუფლებას დელიკატურად არ მოუწოდა, რომ გამოიჩინონ ჰუმანურობა და ადამიანობა.

„ამ „დემოკრატიის მამებს“ რომ ევროპა უნდა გააკვირვონ დემოკრატიით, რა ცხოველი ინტერესი აქვთ ადამიანის მოკვდინების, მართლა ვერ ვხვდები. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამას ამბობს, ევროკავშირის უმაღლესი რანგის მოხელეები ამას ლაპარაკობენ, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროპული საბჭო - მართლა რა გჭირთ ხალხო! სვავები ხომ არ არიან? ასეთი რა ვალდებულება აქვთ პუტინთან ან რა ცხოველი ინტერესი აქვთ ადამიანის მოკვდინების, მე მართლა ვერ ვხვდები. არანორმალურია ეს ყველაფერი. თუ ბიძინას ფინანსებია მთავარი და არ გინდათ სააკაშვილის მოკვლა, ეს საკითხი მოგვარებადია. თუ არ მოკლავ სააკაშვილს და თუ კანდიდატის სტატუსს მიაღებინებენ ქვეყანას, რეზოლუციაც რომ გამოიყენა „კრედიტ სუისმა“, ამის გამოყენების არგუმენტიც არ ექნება მინიმუმ. მე მიმყარდება ეჭვი, რომ მარტო სააკაშვილის ჩამოშორების ამბავი არ არის, რაღაც ვალდებულება აქვს ვიღაცას პუტინთან და ვერ რისკავს სააკაშვილის გაშვებას. მართლა პუტინთან თუ არ არიან გარიგებულები და თუ პუტინის არ ეშინიათ, რატომ არ უშვებენ ადამიანს, მართლა სვავები არიან, რომ ადამიანის მოკვლა უნდათ და ეგ არის ამოცანა?!

იციან, რომ როცა პუტინს გადააგდებ, ეს მთავრდება პოლონიუმის მიღებით და აი, ამის ეშინიათ ამ პატარა კაცებს და ამის გამო ანგრევენ ქვეყანას. ერთხელ ხომ თქვა ვოლსკიმ, რომ „კალაშნიკოვი“ გვაქვს შუბლზე მიბჯენილიო, გვითხრან, ვინ მიაბჯინა ეს „კალაშნიკოვი“ და იქნებ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე