„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს

„საქართველოს ბანკი“ სტარტაპების მიმართულებით პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს - ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება, 17 თებერვალს, TERMINAL-ში გაიმართება, სადაც Payze-ს თანადამფუძნებელი, გეგა წურწუმია ქართული ფინტექ-კომპანიის განვითარების ეტაპებზე ისაუბრებს.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პანელურ დისკუსიაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ, თუ როგორ მიაღწია წარმატებას Payze-მ, როგორია იყო Shopify-სა და Wix.com-ის პარტნიორი, ამასთან ერთად გაიგონ, თუ რა გამოცდილება მისცა და როგორ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს წამყვან სტარტაპ-აქსელერატორში, Y Combinator-სა და 500 Georgia-ში.

კომპანიის ცნობით, სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები ისეთ თემებზე როგორიცაა: საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და თავის დამკვიდრება. პანელური დისკუსიის შემდეგ კი, ტრადიციულად, ნეთვორქინგი შედგება, სადაც ტექნოლოგიით დაინტერესებული ადამიანები, მეწარმეები და ინოვატორები ერთმანეთს ხედვებს გაუზიარებენ.

„დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ის თუ როგორ ცდილობს სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რადგან საქართველო ძალიან მცირე ბაზარია გლობალური წარმატების მისაღწევად. შესაბამისად, ჩვენი ღონისძიებების მიზანიც სწორედ ისაა, რომ გამოცდილმა სტარტაპებმა შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. ჩვენი მორიგი ღონისძიებაც მათთვისაა, ვისაც სურს მეტი გაიგოს სტარტაპის მართვის შიდა სამზარეულოზე, მის უპირატესობებსა და სირთულეებზე“, - განაცხადა Startup Grind Tbilisi-ის თანადირექტორმა, გიორგი ტუხაშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. დაინტერესებული პირები კი, რეგისტრაციის გავლას წინასწარ, მითითებულ ბმულზე შეძლებენ: https://www.startupgrind.com/events/details/startup-grind-tbilisi-presents-dances-with-giants-partnering-with-shopify-wix-and-visa/

ცნობისთვის, Payze, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებულია, რამაც მას საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მისცა.

Payze - ეს არის ქართული ფინტექ-კომპანია, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ კომპანიებს, როგორც საქართველოში, ასევე უზბეკეთში, ანგარიშწორების საკითხებში მოგვარების ახალ გზებს სთავაზობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა