გიული ალასანია - გონების კარგვაზე არაფერი გამიგია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად რომ არის და ნებისმიერ მომენტში შეიძლება უბრალოდ გაქრეს, ამას ვხედავ

გონების კარგვაზე მე არაფერი გამიგია, მაგრამ ძალიან ცუდად რომ არის და ნებისმიერ მომენტში რომ შეიძლება უბრალოდ გაქრეს, ამას ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს „ვივამედში“ განუცხადა.

კითხვაზე, რა ჩივილები აქვს ახლა მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ალასანია ამბობს, რომ „ამას ჩივილიც აღარ ჰქვია და ადამიანი მომაკვდავია“.

რაც შეეხება იმას, ხომ არ აპირებს სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით დღეს საკუთარ პროცესზე დისტანციურად ჩართვას, ალასანია აცხადებს, რომ „ვერ დააპირებს, იმდენად ცუდადაა“.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები აპირებენ შესვლას, თუმცა არ იცის როდის.

გარდა ამისა, გიული ალასანია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მოსამართლე გიორგი არევაძის დასაბუთებას. მისი შეფასებით, ეს დასაბუთება ძალიან სუსტია.

„ძალიან ცუდადაა დასაბუთებული, სუსტად, არა უბრალოდ მავნებლურად, არამედ, მესამე კლასელის დაწერილს ჰგავს. მიჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანის დაწერილიც არაა და პირდაპირ დაწერილი დაუდეს“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა