ნიკა ვაჩეიშვილი - პირველი ხმა უნდა ჰქონდეს არა ჩინოვნიკს, არამედ სპეციალისტს, რომლის რჩევასაც ყურს დაუგდებს ჩინოვნიკი, ეს ასე უნდა დალაგდეს - გელათი კატასტროფამდე სიჯიუტემ მიიყვანა

გელათი კატასტროფამდე სიჯიუტემ მიიყვანა - ძლივს ვეღირსეთ იმას, რომ სიმართლე გაცხადდა და უკვე ერიც და ბერიც ერთ ხმაზე ვსაუბრობთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. წულუკიანის გაჯიუტების მიზეზი გამოუცნობია, მთავარია ამ პროცესს ასეთი მართვა ჩამოსცილდეს და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განუცხადა, რითაც გელათის ტაძარში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი მოსაზრებით, გელათის ტაძარში არსებულ დაზიანებებთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქოს დასკვნა „ძალიან ჯანსაღია“. ვაჩეიშვილის თქმით, საპატრიარქოს დასკვნა გულისხმობს იმას, რომ უნდა შეიქმნას საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების მართვის ჯგუფი, რომელიც გელათს არსებული კრიზისიდან გამოიყვანს - კრიზისიდან, რომელიც გელათში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის და უწყების წინა მენეჯმენტის მართვამ განაპირობა.

„მთავარი სტრატეგია და გზა არის ის, რომ სასწრაფოდ შევქმნათ სპეციალისტების მართვის ჯგუფი, ის კრიზისიდან გამოყვანის გზას გაწერს და შეასრულებს ძალიან ავტორიტეტული დასავლელი ექსპერტების, იუნესკოს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ცნობილია, გაწერილია და გულისხმობს ძეგლის მრავალმხრივ მონიტორინგს. ფაქტობრივად, თითოეული ნაბიჯი ასახულია ბოლო დასკვნებში. ამ პროცესიდან ვფიქრობ, რომ ასეთი სტილის მართვა, როგორიც თეა წულუკიანს ჰქონდა, უნდა გამოითიშოს, რათა პროცესმა გამოსავალი ნახოს, სიძველის დაზიანების ის დინამიკა, რომელიც დღესაც ხდება, შევწყვიტოთ და დაიწყოს ძეგლის გაჯანსაღების ფაზა. ასეთი მშვიდი, ერთიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი წამყვანი სპეციალისტების ერთიანობის და მართვის რჩევებზე დამოკიდებულების გარეშე ძეგლი ვერ გადარჩება. პირველ რიგში, პირველი ხმა უნდა ჰქონდეს არა ვინმე ჩინოვნიკს, არამედ სპეციალისტს, რომლის რჩევასაც ყურს დაუგდებს ჩინოვნიკი. ეს ასე უნდა დალაგდეს. გელათი კატასტროფამდე სიჯიუტემ მიიყვანა.[პროცესები] დაგვიანებულია, იმიტომ, რომ მესამე წელია ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. ძლივს ვეღირსეთ იმას, რომ სიმართლე გაცხადდა და უკვე ერიც და ბერიც ერთ ხმაზე ვსაუბრობთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. წულუკიანის გაჯიუტების მიზეზი გამოუცნობია, მთავარია ამ პროცესს ასეთი მართვა ჩამოსცილდეს და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს განცხადებით, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ გელათში მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკული, შესაბამისად, საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით. საპატრიარქოს განცხადების თანახმად, საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი