ბადრი ჯაფარიძე - კუბილიუსის განცხადებას მუქარად არ მივიჩნევ - ევროკავშირში წევრობა ნიშნავს, რომ ევროკავშირში მიღებული თამაშის წესებით უნდა ითამაშო

პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ იქ დამკვიდრებული წესების მიხედვით უნდა იმოქმედო. მან ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, გზავნილი აქვთ „ქართული ოცნებისთვის“, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუ არ ითამაშებს ევროკავშირის წესებით.

„ევროკავშირში წევრობა ნიშნავს, რომ ევროკავშირში მიღებული თამაშის წესებით უნდა ითამაშო. ყველა წევრი ექვემდებარება იმ წესებს, რომელზეც ევროკავშირი არის აგებული. შესაბამისად, როდესაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანება გინდა, უნდა გაიზიარო ის წესები, რომელიც ევროკავშირის ოჯახში არის. შენი წესების თავს მოხვევა ევროკავშირის ოჯახზე, მითუმეტეს ისეთი წესები, რომელიც აცდენილია ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, ასე ვერ განხორციელდება. ალბათ, ამას გულისხმობდა კუბილიუსი. ჩვენ გვსურს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ამიტომ, უნდა გავიზიაროთ მათი წესები. ეს ძირითადი წესები განსაზღვრავს დემოკრატიულ გარემოს",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ის არ ფიქრობს, რომ კუბილიუსის ეს განცხადება მუქარა იყო.

„მუქარად არ მივიჩნევ. ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს რეკომენდაციები ეყრდნობა ევროკავშირში დამკვიდრებულ ღირებულებებს და წესებს. ამიტომ, ნუ აღვიქვამთ ნებისმიერ ასეთ განცხადებას მუქარად ან ულტიმატუმად. ეს არის მიღებული წესი. შემიძლია იგივე გავიმეორო და ვთქვა, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის აუცილებელია ევროპულ ოჯახში დამკვიდრებული წესების მიღება და შესაბამისი ქცევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ გზავნილი აქვთ საქართველოს მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის.

„ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა