ირაკლი ქადაგიშვილი - შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი საუკეთესო პირობებშია, აქვს ერთადერთი მოთხოვნა წაყენებული - ნუ მიირთმევ მარტო შავ პურს და ნიორს

შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი საუკეთესო პირობებშია, აქვს ერთადერთი მოთხოვნა წაყენებული - ნუ მიირთმევ მარტო შავ პურს და ნიორს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრას გამოეხმაურა, რომელიც დღეს იგეგმება და აღნიშნა, რომ ყველასგან მოითხოვენ ერთ რამეს, "განცხადება იქნება თუ რეზოლუცია, ობიექტური სიმართლე იყოს ასახული".

"საქართველოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არც ერთხელ არ იმოქმედა ისე, რომ მისი რაიმე უფლება დაზიანებულიყო, არც მოუწამლავს და არც უწამებიათ, როგორც ამტკიცებდნენ და ყველა პირობა აქვს ადეკვატური მკურნალობის ჩატარების. სხვა ინსინუაციები, რომ თითქოსდა ეს ყველაფერი მოხდა, არის საქართველოს სახელმწიფოს მტრობა. ასეთ ლობისტური წესით მიღებულ განცხადებებზე გვექნება შესაბამისი რეაქცია. ადამიანი არის სამედიცინო დაწესებულებაში, ნორმალურ, შეიძლება ითქვას, საუკეთესო პირობებში, აქვს ერთადერთი მოთხოვნა წაყენებული, ნუ მიირთმევ მარტო შავ პურს და ნიორს.

ევროპარლამენტში რომ თურმე ბევრი იყიდება, ეგ თვითონ ევროპარლამენტიდან გავიგეთ, ეგ ზოგადად, რომ იცოდეთ, მგონი უკვე 7 ადამიანია დაპატიმრებული თუ დასანქცირებული იმისთვის, რომ იყიდებიან - ეს ერთი, მეორე - ის, რომ პოლიტიკურ ლობიზმთან გვაქვს საქმე, ეს ნათელია. მილიონებს იხდიან ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაზე და ათი ათასი დოლარი ვერ გაიმეტეს იმისთვის, რომ ნორმალური ექიმი, როგორც ისინი თვლიან, ჩამოეყვანათ და კვების რეჟიმი დაენიშნათ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა