ბულგარეთის ელჩი - ვფიქრობთ, საქართველო მეტს იმსახურებს და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსზე ნათელი და კარგი გადაწყვეტილება გვექნება - ეს საკვანძო მომენტია ქვეყნისთვის

იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, ყველა გაიაზრებს ვისაც პოლიტიკასთან აქვს შეხება, რომ ეს საკვანძო მომენტია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა ვესელინ ვალკანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, რომ ბულგარეთის მთავრობას ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან დაკავშირებით “დადებითი მოლოდინები აქვს”.

„ახლა, როდესაც მას წინსვლისთვის ფანჯარა აქვს ღია, მან უნდა გამოიყენოს იგი. მათ ყველაფერი შესაძლებელი უნდა გააკეთონ. მთავრობას, რა თქმა უნდა, ძირითად პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან ხელისუფლებაში არიან. მათ ყველაფერი შესაძლებელი უნდა გააკეთონ, რათა პირობები დააკმაყოფილონ. ოდესღაც ბულგარეთიც მიისწრაფოდა ევროკავშირში წევრობისკენ, ვიცით როგორ ხდება ეს, ძალიან რთულია, ხანდახან სადავოა, ქვეყანაში არსებული შეხედულებიდან გამომდინარე გაკრიტიკებენ და ძალიან რთულია ხალხი დაარწმუნო. მაგრამ ამ დიდი მიზნის როდესაც გჯერა, კომპრომისები შესაძლებელია”, - თქვა ვალკანოვმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, ბულგარეთი ცდილობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დახმარება გაუწიოს.

„ვცდილობთ, საქართველოს ყოველ ეტაპზე დავეხმაროთ. ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს მიეღო ის, რასაც იმსახურებს. ვფიქრობთ, ის მეტს იმსახურებს და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ეს ყველასთვის იქნება ნათელი და კარგი გადაწყვეტილება გვექნება საქართველოსთვის“, - აღნიშნა ვალკანოვმა.

სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ მისი აზრით “რაც უფრო სწრაფად გადაიდება ეს პრობლემა გვერდზე, მით უკეთესი”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა