ირაკლი ქადაგიშვილი - ცუდია, რომ ევროპული ფასეულობა, მათ შორის, მედიის და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება, ასეთი წნეხის ქვეშაა

თავისუფალი პრესა შეზღუდულია - ცუდია, რომ ევროპული ფასეულობა, მათ შორის, მედიის და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება, ასეთი წნეხის ქვეშაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ ინფორმაციას, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებით უარი უთხრეს.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ამის უკან პოლიტიკური ინტერესი დგას.

„ვხედავთ, რომ მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე წამყვანი ბანკი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და არგუმენტის გარეშე ფაქტობრივ სანქციას ახორციელებს კანონიერი თანხების მფლობელ ადამიანზე, ამის უკან რა თქმა უნდა, გარდა პოლიტიკური ინტერესისა, სხვა ინტერესი ვერ იქნება დანახული, რადგან ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ბანკმა ვერც ერთ სასამართლო პროცესზე ვერ მოიყვანა. ამ პოლიტიკური ინტერესის უკან დგას ის, რომ თავისუფალი პრესა შეზღუდულია, რომ ბანკის მენეჯმენტი, რომელიც არაკანონიერ ქმედებას ახორციელებს, ეს ქმედება საჯარო გახადოს. ცუდია, რომ ევროპული ფასეულობა მათ შორის, მედიის და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება ასეთი წნეხის ქვეშაა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა