ქეთი დუმბაძე გელათზე - გასაგებია, საპატრიარქო რატომაც ღელავს, ყველა ვღელავთ, მაგრამ საპატრიარქოში სპეციალისტები ხომ არ არიან? დაპირისპირებას ვხედავ და ძალიან მიკვირს

გასაგებია, საპატრიარქო რატომაც ღელავს, ყველა ვღელავთ, მაგრამ საპატრიარქოში სპეციალისტები ხომ არ არიან? დაპირისპირებას ვხედავ და ძალიან მიკვირს, - ასე ეხმიანება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთი დუმბაძე საპატრიარქოს განცხადებას გელათზე.

კითხვაზე, როცა ამბობს, რომ საპატრიარქოში სპეციალისტები არ არიან, ამით უნდობლობას უცხადებს თუ არა საპატრიარქოს, დუმბაძე პასუხობს: "მე ვიგულისხმე, სპეციალისტები, რომლებმაც იციან, როგორ კეთდება რესტავრაცია“.

მისი თქმით, ძალიან უკვირს და წუხს რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ "მაშინ მართლა უნდა გაჩერდეს ყველაფერი და არ იცის, რას უნდა დაელოდონ."

„კულტურის სამინისტრომ იმისთვის, რომ სწორად ჩაატაროს რესტავრაცია მოიწვია იუნესკოს მკვლევარები. თუ დააკვირდით ყველა [კვლევითი] ჯგუფი სხვადასხვა რამეს ამბობს. სახელმწიფო ენდობა იუნესკოს კვლევას, იუნესკოს მითითებებს და არ მგონია, რომ იუნესკოზე სწორი... მოდი, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფერში შეიძლება გელათს ისეთი უბედურება დაემართოს… მე ვნახე, თეა წულუკიანთან ერთადაც ვიყავი, სხვა ჯგუფებთანაც, ისედაც ვიყავი და ვნახე, იქ რა მდგომარეობაა. ვერ ვიმსჯელებ იმაზე, რამდენად სწორად მიდის რესტავრაცია. რასაკვირველია, კულტურის კომიტეტზე ვიმსჯელებთ საკითხზე”, - განაცხადა დუმბაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკული, შესაბამისად, საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით. საპატრიარქო აცხადებს, რომ საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას. განცხადების თანახმად, საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან. საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს სთავაზობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა