ციციშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში არსებული ციციშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაახლოებით, 2 ჰექტარზე განთავსებული რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესა და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„დავიწყეთ ციციშვილის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პარკი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ არსებულ სივრცეს მოვაწესრიგებდით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აქ ვითარება სრულად შეიცვლება - დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სკეიტპარკი, პატარებისთვის გაკეთდება ატრაქციონები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, სარწყავი სისტემები. პირობას ვაძლევ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ წლის ბოლოს, როდესაც სამუშაოები დასრულდება, აქ ნამდვილად სასიამოვნო გარემო იქნება. ასეთი პარკები, რეკრეაციული სივრცეები ჭირდება ჩვენს დედაქალაქს, რასაც მუნიციპალიტეტი ყველა რაიონში ახორციელებს. მომდევნო წლებში ამ ტიპის სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გარდა კეთილმოწყობის სამუშაოებისა, პარკში ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები: ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება ასობით ნერგი.

სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება და მისი ღირებულება დაახლოებით, 5 მლნ ლარია.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის