ამოქმედდა ახალი ონლაინ მედია-პლატფორმა - Business Insider Georgia, რომელსაც „ჯეოქეისის" ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს

„ჯეოქეისის" ინფორმაციით, Business Insider Georgia (www.businessinsider.ge და insider.ge) არის ახალი ონლაინ პლატფორმა, რომელიც აშუქებს ეკონომიკისა და ბიზნესის ახალ ამბებს.

„Business Insider Georgia ახალი ამბების მიღმა ეძებს და ქმნის საზოგადოებისთვის საინტერესო ნიუსებს, ანალიტიკურ სტატიებსა და ინტერვიუებს. ვებგვერდი იყენებს სანდო წყაროებს შესაბამისი კონტენტის შესაქმნელად.

Business Insider Georgia - ბიზნესისა და ეკონომიკის ახალი ამბების გარდა, მკითხველს შესთავაზებს ექსპერტების ექსკლუზიურ შეფასებებს, ვიდეობლოგებს.

Business Insider Georgia-ს მიზანია მკითხველს სანდო, კომპეტენტური და ექსკლუზიური ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს.

ონლაინ პლატფორმას მედია-ჯგუფ „ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის" ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ბიზნეს მედიას განსაკუთრებული როლი აქვს რამდენიმე მიმართულებით: მთლიანობაში ქვეყანაში საჭიროა ბიზნეს და ეკონომიკური ანალიტიკის გაძლიერება, საჭიროა ყველა დონეზე ბიზნესის მხარდაჭერა კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდებისა და გაზიარების მიმართულებით, საჭიროა მოსახლეობის მეტი და სწორი ინფორმირება ეკონომიკური პოლიტიკის და ბიზნესის გადაწყვეტილებების შესახებ, საჭიროა ბიზნეს განათლების კომპონენტის გამოკვეთა სხვადასხვა მიმართულებით, აუცილებლად მიგვაჩნია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლების სათანადო ინფორმაციითა და მასალებით უზრუნველყოფა, გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კამპანიის წარმოება, გამოკვეთილად პრიორიტეტულია სტარტაპების საინფორმაციო და ანლიტიკური მხარდაჭერა, ცნობადობის ზრდაში ხელშეწყობა. სწორედ ეს არის მიზეზები, რამაც გადაგვაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგა და ამ რთული, თუმცა ძალიან სასარგებლო მიმართლებით მუშაობის დაწყება“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა