პაატა მანჯგალაძე - Inter Rao-სთან დავამ დაადასტურა, რამდენად არაკომპეტენტურია კახა კალაძე - ნორმალურ ქვეყანაში, თანამდებობის პირი, რომელიც ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, ამ მასშტაბის ზიანის გამო გადადგებოდა

ნორმალურ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, ამ მასშტაბის ზიანის გამო თანამდებობიდან გადადგებოდა - Inter Rao-სთან დავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად არაკომპეტენტურია კახა კალაძე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, კალაძის შეცდომებიდან გამომდინარე, საქართველოს რამდენიმე მილიონის გადახდა უწევს.

„ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა 76 მილიონის გადახდა გვიწევს. ამ დროს სააკაშვილს 10 მილიონის გაფლანგვას ედავებიან და ნიკა გვარამია საკუთარი ფირმის კუთვნილი მანქანის გადაადგილების გამო ჰყავთ პატიმრობაში - აი, ასეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. როცა მთელი სახელმწიფო მანქანა გადართულია ივანიშვილის მილიარდების გადარჩენაზე, საქართველოს გადასახადის გადამხდელების ათეული მილიონი არავის ადარდებს. ამაზე მინიმუმ კალაძემ პასუხი უნდა აგოს. თავის მართლება იმის თაობაზე, რომ 200 მილიონს ითხოვდნენ და 90 მილიონი გადაუხადეს არის უზნეობა, უსირცხვილობა, არაკომპეტენტურობა. როდესაც ასეთი ფაქტები დასავლეთში ხდება, თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, მაგრამ ამათი პასუხისმგებლობა არ დადგება, რადგან პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე არ გრძნობენ - ამათთვის მთავარია საკუთარი მილიონები და ივანიშვილის მილიარდების გადარჩენა. კიდევ რა ზიანი უნდა მიაყენოს კახა კალაძემ ქვეყანას, რომ მივხვდეთ - ის არ შეიძლება ყოფილიყო მინისტრი და არ შეიძლება იყოს მერი!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველომ Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო. როგორც Bpn.ge წერს, ერთი მხრივ, საუბარია, 76 მილიონ დოლარიან საარბიტრაჟო დავაზე, რომელიც 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა, მეორე დავა კი, საქართველომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში წააგო. საუბარია პარალელურ საინვესტიციო დავაზე Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. არსებული განმარტებით, საქართველოს არა ორივეს, არამედ, ერთ-ერთი დავის თანხის გადახდა მოუწევს, რადგან შეკრებითობა არბიტრაჟის შემთხვევაში არ ხდება.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს