ელისო ბოლქვაძე გელათზე - საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი - ყველა დოკუმენტს არ ვიცნობ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი - ყველა დოკუმენტს არ ვიცნობ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან გელათთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ბოლქვაძე აცხადებს, რომ გელათთან დაკავშირებით "თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ხედავს".

„გელათის თემატიკა ყველა ჩვენგანისთვის არის ძალიან მტკივნეული, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც და კომიტეტისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა კომუნიკაციები. ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ, ამ თემას უნდა ჩაღრმავება და თუკი რაიმე არის გასაკეთებელი, რომ ძეგლი გადარჩეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის. თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ვხედავ, გელათი არის ის ღირებულება, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ", - განაცხადა ბოლქვაძემ.

კითხვაზე, ჯგუფებს, რომლებიც გელათში მუშაობდა, ჰქონდა თუ არა კომპეტენციის პრობლემა, როგორც ამას საპატრიარქო ამბობს, ბოლქვაძე აცხადებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.

„მე ვწუხვარ, მაგრამ ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან მე არ ვიცი, მე ჩართული არ ვარ ექსპერტების მუშაობის დინამიკაში. საპატრიარქოს გააჩნია ალბათ თავის რეკომენდაციები, ქალბატონ თეას აქვს თავის მოსაზრებები, ეს უნდა შეჯერდეს, ეს არის შეთანხმების თემა და მოდით, არ გვინდა ამის ასეთი აჟიტირება, ჩვენ უნდა ვისურვოთ, რომ ორივე მხარე შეჯერდეს, ჩაღრმავება უნდა ამას", - განაცხადა ბოლქვაძემ.

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს პასუხისმგებლობას, ისაცხადებს, რომ მას არ აქვს საფუძველი რაიმე ეჭვი გააჩინოს.

"ჯერ კიდევ არ იყო კულტურის კომიტეტი ცალკე, განათლების და კულტურის კომიტეტი იყო, ხოლო ქალბატონი თეა იყო პირველი, როცა გელათის პრობლემებზე დაიწყო პარლამენტში მუშაობა. გასარკვევია, რა თქმა უნდა კომპეტენციები იმ ადამიანების. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი, საჭიროა ისეთი ექსპერტები, რომელიც ამ თემას მოაგვარებს კლიმატიდან, სიძველიდან გამომდინარე, ეს თემები მოგვარებადია. მე უნდა გავერკვიო, ყველა დოკუმენტაციას არ ვიცნობ, არ გვაქვს ასეთი ფუნქცია, რომ ყველა დოკუმენტში გავერკვიოთ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, ჩვენ არ გაქვს იმის საფუძველი, რომ გავაჩინოთ ეჭვი, მე ვფიქრობ, უნდა დავიცადოთ. გელათს აზიანებს ყველაფერი და მოდით, ვიფიქროთ ჯერ გელათზე,"- განაცხადა ბოლქვაძემ.

საქართველოს საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკული, შესაბამისად, საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით.

საპატრიარქო აცხადებს, რომ საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას.

განცხადების თანახმად, საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან.

საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს სთავაზობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა