გიორგი კაპანაძე Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავის წაგებაზე - „ნაციონალური მოძრაობა“  მოითხოვს, რომ ყველა ის დეტალი გასაჯაროვდეს, რამაც საქართველოს მოქალაქეები 76 მილიონი დოლარით - თითქმის 200 მილიონი ლარით გააღარიბა

პარტია „ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს, რომ ყველა ის დეტალი გასაჯაროვდეს, რამაც საქართველოს მოქალაქეები 76 მილიონი დოლარით - თითქმის 200 მილიონი ლარით გააღარიბა, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც ის Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავის წაგებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„ხელისუფლების არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური მოქმედებების გამო, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, საქართველოს ბიუჯეტს 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, რაც თითქმის 200 მილიონი ლარია.

ძვირფასო მოქალაქეებო, „ქართული ოცნების“ მაშინდელმა ენერგეტიკის სამინისტრომ, ელექტროენერგიის ტარიფები 2-ჯერ გაზარდა, შემდეგ კი, თითქოს რამდენიმე პროცენტით შეამცირა, რის გამოც ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება და რამაც წარმოშვა საერთაშორისო დავა.

საბოლოოდ, ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის გამო, რომლის ჩრდილოვანი მმართველი ტარიფების განახევრებას გვპირდებოდა, ელექტროენერგიაც გაგვიძვირა და დამატებით 200 მილიონი ლარის გადახდაც დაგვეკისრა.

ეს არის მძიმე ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისათვის და ეს ნიშნავს თითოეული თქვენგანის კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას. მსხვილი კორუფციული სქემებითა და “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი გადაწყვეტილების გამო, საფრთხე ექმნება ჩვენს ენერგო დამოუკიდებლობას. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ დადგეს მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი.

„ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს, რომ ყველა ის დეტალი გასაჯაროვდეს, რამაც საქართველოს მოქალაქეები 76 მილიონი დოლარით - თითქმის 200 მილიონი ლარით გააღარიბა. მაგალითად, ამ თანხით შესაძლებელი იქნებოდა, კახეთის ავტობანი გაგვეკეთებინა ისე, რომ ვალი არ აგვეღო“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველომ Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო. როგორც Bpn.ge წერს, ერთი მხრივ, საუბარია, 76 მილიონ დოლარიან საარბიტრაჟო დავაზე, რომელიც 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა, მეორე დავა კი, საქართველომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში წააგო. საუბარია პარალელურ საინვესტიციო დავაზე Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. არსებული განმარტებით, საქართველოს არა ორივეს, არამედ, ერთ-ერთი დავის თანხის გადახდა მოუწევს, რადგან შეკრებითობა არბიტრაჟის შემთხვევაში არ ხდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა