GITA-ს, რაგბის კავშირსა და სტარტაპ ნეიროპილოტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, რაგბის კავშირსა და სტარტაპ ,,ნეიროპილოტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

GITA -ს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და ნეიროპილოტის დამფუძნებელმა მაია ცქიტიშვილმა მოაწერეს.

ნეიროპილოტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით მისი ინოვაციური მეთოდი ფსიქოლოგიური მოკლე სესიების საშუალებით, სპორტსმენებს უხსნის დაძაბულობას, ტრავმის და პოსტ-ტრავმულ შიშებს, ამცირებს მომატებულ შფოთვას, უმაღლებს მოტივაციას, თავდაჯერებასა და სპორტულ მზაობას. ინოვაციურმა მეთოდმა წარმატებით გაიარა ტესტირება და ფსიქოლოგიური განწყობის ამაღლების გზით სპორტული მაჩვენებლების გაუმჯობესების შესაძლებლობა მკაფიოდ დაადასტურა.

რაგბი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტია, რომელიც ყველაზე მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ მეთოდებს აქტიურად იყენებს მოთამაშეთა კეთილდღეობისათვის, შესაბამისად ქართული რაგბისა და GITA-ს თანამშრომლობა ბუნებრივი და საქმიანი ინიციატივაა. რაგბის კავშირისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციებზე დაფუძნებული ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ამ პრაქტიკას მომავალშიც განაგრძობს. რაგბი ერთადერთი გუნდური სპორტია საქართველოში, რომელიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებას აღწევს, შესაბამისად ჰყავს ფართო, გლობალური აუდიტორია და მზად არის ქართულ კომპანიებთან თანამშრომლოიბისთვის, განსაკუთრებით კი მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებთან, რაც ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტია.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე