სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ასეთ რთულ მომენტში თურქეთში ყოფნისას მინდა გავიმეორო სომხეთის მზადყოფნა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან, ასევე სრულად გახსნას საზღვარი

ასეთ რთულ მომენტში თურქეთში ყოფნისას მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო სომხეთის მზადყოფნა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ანკარაში თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, დღეს ჩვენი შეხვედრა გამოწვეულია უბედურებით, რომელმაც ამდენი სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა ასეთ რთულ მომენტში თურქეთში ყოფნისას კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო სომხეთის რესპუბლიკის მზადყოფნა დაამყაროს მშვიდობა რეგიონში და თურქეთთან ურთიერთობების სრული ნორმალიზება მოახდინოს, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და სრულიად გახსნას საზღვარი სომხეთსა და თურქეთს შორის. მინდა გაცნობოთ, როგორც მინისტრმა ჩავუშოღლიმ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ დღეს ამ პროცესის ზოგი დეტალი განვიხილეთ და ანის ხიდის ერთობლივად აღდგენაზე შევთანხმდით, ისევე როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის საზღვრის გახსნამდე”, - თქვა მირზოიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დღეს ჩავიდა. იგი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ადიამანში სომხურ საძიებო-სამაშველო ჯგუფს შეხვდა. მოგვიანებით კი, ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე