ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, თურქეთში საქართველოდან 7 სატვირთო მანქანით 100 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად თურქეთში საქართველოდან 7 სატვირთო მანქანით 100 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, ტვირთი გუშინ გაიგზავნა, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების საქონლისგან შედგება.

„ეს იყო, როგორც საკვები, მშრალი ულუფები, ასევე ბავშვთა კვება, ბავშვთა ჰიგიენის სხვადასხვა საშუალებები. ასევე იყო თბილი ტანსაცმელი, კარვები, სამედიცინო დახმარების სხვადასხვა აღჭურვილობა და ყველა ის საჭირო ნივთი, რაც აუცილებელია სამაშველო ოპერაციებში ადამიანების დახმარებისთვის. ტვირთი შედგებოდა 7 სატვირთო მანქანისგან, რომელიც საერთო ჯამში 100 ტონაზე მეტია. დილის მონაცემებით უკვე ტრაპიზონში იყო და გვიან ღამე ანკარაში იქნება, სადაც ჩვენი წარმომადგენლები დახვდებიან და გადაანაწილებენ იმ ლოკაციების მიხედვით, რომელიც მოთხოვნილია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა აზარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა