მამუკა გამყრელიძე - ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებიდან აქცენტის დაყვანა სხვა თემებზე, რასაც კარგად იყენებს „ქართული ოცნება“, აზიანებს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პროცესს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხია, სტატუსის არმიღების შემთხვევაში, ეს შესაძლებლობა გადავადდება გაურკვეველი დროით, გამოიწვევს რუსეთის ინტერესების გამყარებას საქართველოში და ქვეყნის გადასროლას რუსეთის გავლენის ორბიტაზე.

მისი განმარტებით, სასიცოცხლო საფრთხეების პირისპირ მდგარ ქვეყანაში ძირითადი პრობლემებიდან აქცენტის დაყვანა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხამდე, დაუშვებელია.

„ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემები და ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებული 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობა, რეალურად აფერხებს ევროკავშირის სტატუსის მიღების საკითხს.

ამ ფონზე ევროკავშირის მხრიდან ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელშიც ყურადღება ძირითადი საკითხიდან, 12 პუნქტის არშესრულებიდან, გადატანილია სხვა თემებზე, ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“ დაიყვანოს მათ მიერ რეფორმების შეუსრულებლობის პრობლემა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხამდე.

ჰუმანური მოპყრობა ყოფილი პრეზიდენტის და ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ გაცილებით პრიორიტეტული და ქვეყნისთვის პირველხარისხოვანია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, რაზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება.

მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი საკითხის გადაჭრა მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ევროკავშირის სტატუსის მიღება და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება კი წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის 80 % -ის ინტერესს და არის ნომერ პირველი მნიშვნელობის საკითხი ქვეყნისთვის, შესაბამისად, ევროკომისიის 12 პუნქტიდან აქცენტის გადატანა სხვა თემებზე, თუნდაც მნიშვნელოვანზე, რასაც კარგად იყენებს „ქართული ოცნება, “ აზიანებს სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების პროცესს“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა