გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 თებერვალს, 11:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აბანოსხევი, ბულაჩაური, ქუბრიაანი, ქუბრიაანთკარი, ზემო ბულაჩაური, ქოჩორაანი, ხოლო 12:00-დან 16:00 საათამდე - სოფელ მენესოში.

11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფლებში წოდორეთი, მსხალდიდი, ლისი, ზემო ლისი, ბევრეთი, ქვემო ლისი, ტაბარუკი, ვარდისწყარო, ხოლო 11:15-დან 15:00 საათამდე - სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ბიძინა ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, ავთანდილის, მარიამ უგრელიძის, ილია შეყლაშვილის, სარგის კაკაბაძის ქუჩებზე, ქედის უბანში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში