გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან, რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან და პარლამენტის ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნოდარ ტურძელაძესთან, ერთად ვაჟა-ფშაველას I კვარტალში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის საკრებულოს ცნობით, ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკი ვაჟა-ფშაველას I კვარტალში N 4 -7 და N 20-26 კორპუსებს შორის 2 ჰა ფართობს მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

„ვფიქრობ, ციციშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქის მასშტაბით, რადგან სარეაბილიტაციო სივრცე დაახლოებით 2 ჰა-ზე მეტ სივრცეს მოიცავს. დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და არამხოლოდ მათთვის, ეს მნიშვნელოვანი დასასვენებელი და გასართობი სივრცე იქნება.

თითოეული სარეკრეაციო სივრცე მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი როდესაც ასეთ მასშტაბურზეა ლაპარაკი. მინდა მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში არის ჩართული“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკში დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, სკეიტპარკის, საფეხმავლო ბილიკების, ცხოველების სასეირნო სივრცის, ფანჩატურების მოწყობა, დამონტაჟდება გარე განათების, ვიდეოსამეთვალყურეო და სარწყავი სისტემები, დაიდგმება საპარკე ინვენტარი. ასევე ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები, ტერიტორიაზე შეიტანენ ნოყიერი მიწის ნაზავს, დაითესება ბალახი და დაირგვება ასობით ნერგი. პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა