„საქსტატმა“ თემატური პორტალების შშმ პირებზე ადაპტირება მოახდინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ხუთი თემატური ინტერაქტიული პორტალის - CPI კალკულატორი, პერსონალური ინფლაციის კალკულატორი, გადასახადების კალკულატორი, დემოგრაფიული პორტალი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) პორტალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირება მოახდინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, თემატურის პორტალების შშმ პირებისთვის ადაპტირებული ვერსია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესება და ოფიციალური სტატისტიკის მიმართ ნდობის ამაღლება" ფარგლებში შეიქმნა.

„პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინტერაქტიული პორტალების ადაპტირება უსინათლო და მცირემხედველ პირებზე. მას დაემატა როგორც კონტრასტის ცვლილების, შრიფტის გადიდებისა და დაპატარავების, ასევე ტექსტის გახმოვანების ფუნქცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

შშმ პირებზე ადაპტირებული პორტალები სრულად უზრუნველყოფს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მომხმარებლების თანაბარ წვდომას ინფორმაციაზე, გაზრდის მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ინტერაქტიული პორტალები შშმ პირებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად ჩართულობისა და მონაწილეობის სრულფასოვან შესაძლებლობას მისცემს.

საქსტატმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გააფართოვა სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელთა წრე, მონაცემთა გავრცელების თანამედროვე საშუალებების გამოყენებით და ინოვაციური სერვისების შეთავაზებით. თუმცა, თემატური პორტალების ადაპტირება შშმ პირებზე და საზოგადოების ყველა წევრისთვის ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უზრუნველოფა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში.

აღსანიშნავია, რომ ფუნქციონალით შშმ პირებზე ადაპტირებულ თემატურ ინტერაქტიულ პორტალებს ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკურ სამსახურებს შორის“,- აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა