ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეიდან რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ მედიკამენტზე გავრცელდა, 15 მარტიდან კი ეს ოდენობა ჯამში 1200 მედიკამენტი იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეიდან რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ მედიკამენტზე გავრცელდა, 15 მარტიდან კი ეს ოდენობა ჯამში 1200 მედიკამენტი იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გასულ წელს დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციების შემოტანა და რეფერენტული ფასების პირველი ეტაპი, რომელიც იანვარშია გამოქვეყნებული, დღეიდან ამოქმედდა. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კომპანიამ ეს გამოქვეყნებამდე გაითვალისწინა და კონკრეტულ მედიკამენტებზე უკვე რეფერენტული ფასების მიხედვით მოექცა ჩარჩოებში, მნიშვნელოვნად დააკლო ფასებს. იცით, რომ ეს არის პირველი ეტაპი და მომდევნო პერიოდში გავაგრძელებთ რეფერენტული ფასების დაწესებას სხვა მედიკამენტების ჯგუფებზე. ეს, ასე ვთქვათ, პირველი ეტაპის მეორე ნაწილი იქნება და გაგრძელდება როგორც ქრონიკულზე, ასევე ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. საერთო ჯამში, უკვე დღეიდან ამოქმედებული ფასების მიხედვით, დაახლოებით 800-ზე მეტ მედიკამენტზე ვრცელდება ფასების ზედა ზღვარი და საშუალოდ 40%-მდე ფასდაკლება იქნება ჯამში ყველა ამ მედიკამენტზე. დარჩენილ 400-ზე მეტ მედიკამენტზე ფასის გადახედვა მოხდება და ეს უკვე 15 მარტიდან შევა ძალაში. საერთო ჯამში, 15 მარტიდან 1200-ვე მედიკამენტზე იქნება რეფერენტული ფასი. დღეიდან 800-ზე მეტი მედიკამენტია, რომელზეც რეფერენტული ფასები გავრცელდა.

ეს რეფერენტული ფასი არ არის ჩვენი მოგონილი, სხვა ქვეყნების ანალოგიური მედიკამენტების ფასიდან არის გამოყვანილი. ეს რეფერენტული ფასი თავის საბითუმო რეფერენტული ფასით და იმ მარჟითაა გამოყვანილი, რაც აფთიაქებს აქვთ. საერთო ჯამში, ეს არის ის სამართლიანი მარჟა, რაც ამ სეგმენტს და ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს