ბექა ლილუაშვილი - როგორი კადრებიც არ უნდა გამოიტანოს პენიტენციურმა სამსახურმა, „ქართულმა ოცნებამ“ სუფთად ჰუმანიტარული საკითხი უკვე აქცია საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილად და ამას მოხერხება უნდოდა

როგორი კადრებიც არ უნდა გამოიტანოს ახლა პენიტენციურმა სამსახურმა, „ქართულმა ოცნებამ" სუფთად ჰუმანიტარული საკითხი უკვე აქცია საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილად და ამას მოხერხება უნდოდა, - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს.

მისი თქმით, კადრების გამოტანა ვერავის ვერაფერში გადაარწმუნებს.

"კითხვის ნიშნები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ამის პოლიტიზირებაზე არის "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც სახელმწიფოს ანუ მმართველი პარტიის კისერზეა და ამას სჭირდება სწორი მართვა", - განახადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება. „ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა. საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა