ზურაბ აზარაშვილი - სწრაფი და ოპერატიული რეაგირება გვექნება ფაქტებზე, როდესაც დასაქმებულმა შრომის ინსპექციისთვის ხმის მიწვდენა ვერ მოახერხა, რომ ხელფასი ხელოვნურად შეუმცირეს, ან ანაზღაურების შემცირების მიზნით სხვა პოზიციაზე დანიშნეს

ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც შრომის ინსპექციისთვის ხმის მიწვდენა ვერ მოახერხა, რომ ხელფასი ხელოვნურად შეუმცირეს, ან სხვა პოზიციაზე დანიშნეს ანაზღაურების შემცირების მიზნით, ჩვენ ელექტრონულადაც გავაკონტროლებთ და ამას სწრაფი და ოპერატიული რეაგირება ექნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ კვირის განმავლობაში დასაქმებული 40 საათზე მეტს მუშაობს დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მათ დამატებით ანაზღაურება გადაუხადოს.

„ეს გადაწყვეტილება იანვრიდან შევიდა ძალაში, როდესაც ახალი ტარიფების მიხედვით მინიმალური ხელფასები გაცემა უნდა მოეხდინათ. შრომის ინსპექცია აქტიურად ჩართულია და ყველა იმ პრობლემაზე მყისიერად რეაგირებს, რაც დასაქმებულების მხრიდან ფიქსირდება, მათი უფლებების დასაცავად. ამ ეტაპზე ისეთი მნიშვნელოვანი და მკვეთრი დარღვევა არ გვაქვს, რადგან აქტიურად ჩართულები არიან და ვფიქრობ, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება და აღარ ექნებათ სურვილი, რომ ვინმეს მინიმუმზე ნაკლები ხელფასი მისცენ ან ხელოვნურად სხვადასხვა პოზიციებზე გადასწიონ და შეუმცირონ ანაზღაურება. ჩვენ ელექტრონულადაც გავაკონტროლებთ და ყველა იმ თანამშრომელმა, რომელმაც შრომის ინსპექციისთვის ხმის მიწვდენა ვერ მოახერხა, რომ ხელფასი შეუმცირეს ან სხვა პოზიციაზე დანიშნეს. ჩვენ ამას მაინც ვნახავთ იმ ბაზების მიხედვით, სადაც ჩვენ წვდომა გვაქვს. გასულ პერიოდში ანაზღაურებებთან მიმართებით, ვინმეს ხელფასი შეუმცირდა ან სხვა პოზიციაზე დანიშნეს, ამას სწრაფი და ოპერატიული რეაგირება ექნება.

ადრე მიღებულ შრომის კოდექსში სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი განსაზღვრული იყო და საქართველოს მთავრობას უნდა გადაეწყვიტა, ამ სპეციფიკური სამუშაოებით ვის უნდა ესარგებლა. მარტივად, რომ აგიხსნათ, კვირის განმავლობაში ჩვეულებრივი ნორმირებული სამუშაო რეჟიმი არის 40-საათიანი. თუ კვირის განმავლობაში 40 საათზე მეტს მუშაობს ყოველ საათზე დამსაქმებელი ვალდებულია, რომ გადაუხადოს დამატებით ანაზღაურება. ეს არის ლოგიკური, სამართლიანი და ერთ-ერთია ევროკავშირის მოთხოვნებში. ყველა ის დარგი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის და სადაც არ იყო იმის აუცილებლობა, რომ ადამიანებს 48 საათი ემუშავათ და იგივე ხელფასი აეღოთ, როგორც 40 საათიანი სამუშაო რეჟიმის შემთხვევაში. სხვადასხვა ტიპის სამკერვალოები, რესტორნები, სასტუმროები, სუპერმარკეტების გამყიდველები და სხვა მსგავსი ტიპის სამუშაოები ჩვენ დავაწესეთ, რომ მათთვის ნორმირებული 40 საათიანი სამუშაო რეჟიმი იყოს, მათ ყოველ დამატებით საათში დამატებით თანხა უნდა გადაუხადონ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები