გიორგი სააკაშვილი - ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს - კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და „ღლიცინი“ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე

ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და „ღლიცინი“ მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც გიორგი სააკაშვილი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მსოფლიო მხარდაჭერა უფრო მკაფიო იქნება.

„რით არ დაიღალეთ იმის ძახილით, მიშა კარგად არის და თურმე, თავისუფლად გადაადგილდება „ვივამედის“ პალატაში და სიმულაციას აქვს ადგილი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გავუსვამ ხაზს, ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და "ღლიცინი" მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე! შეიძლება არ იყო მიშას მხარდამჭერი, მაგრამ ხელს აწერდე მის სიკვდილს, არის ამაზრზენი! მე მჯერა, მსოფლიო მხარდაჭერა იქნება უფრო მკაფიო და ერთად გადავარჩენთ, ყველა ერთად, ამაში დარწმუნებული ვარ! „- წერს გიორგი სააკაშვილი.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები