ქეთევან დუმბაძე - დაღუპულია გელათი! - ის რომ გელათი იღუპება, ეს არის ტრაგედია

დაღუპულია გელათი! - ის რომ გელათი იღუპება, ეს არის ტრაგედია, ცუდია ის, რომ ეს ყველაფერი თეა წულუკიანის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას ემსგავსება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან დუმბაძემ გააკეთა.

სწორედ ამ კონტექსტში დუმბაძემ აღნიშნა, რომ „ერთი გადაბრუნებული სიტყვის თქმით შეიძლება შუბლზე დაგაწერონ, რომ მოღალატე ხარ და გელათი არ გიყვარს“.

დუმბაძის ინფორმაციით, 17 თებერვალს იმ ოთხი ჯგუფის შეკრება გაიმართება, რომელმაც გელათთან დაკავშირებით კვლევა გააკეთა, პარალელურად, კულტურის სამინისტრო „იუნესკოდან” საბოლოო პასუხს ელოდება.

„იუნესკოს“ მიერ გამოყოფილი იტალიელი მეცნიერები ჩამოვიდნენ, იმუშავეს. მათ თქვეს, რომ ის, რაც პირველ ეტაპზე გაკეთდა - კრამიტი უნდა მოიხნას, სახურავი უნდა გაიხსნას, რომ ჰაერი შევიდეს... არასწორად არის დაგებული, არის დამსკდარი, ეს ყველაფერი დაჭედებულია ლურსმნებით, რომელიც იჟანგება - დაღუპულია გელათი! ის, რომ გელათი იღუპება, ეს არის ტრაგედია, ცუდია ის, რომ ეს ყველაფერი თეა წულუკიანის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას ემსგავსება. არ არსებობს თემა, რომელიც მან გააკეთა - გამოცხადდება კონკურსი, პროექტი, თუ ჩატარდება კონცერტი, ეს ქალი არ იყოს გალანძღული და დაბულინგებული მცირე ჯგუფების მიერ, მაგრამ ძალიან სერიოზულად - ყოველ შემთხვევაში, „ფეისბუქი“ ამ ყველაფრით დუღს.

ჟურნალისტებიც არასდროს სვამენ კითხვას, როგორ იყო დეტალურად, არ ესწრებიან შეკრებებს - არის ჩუბინაშვილის ინსტიტუტის დასკვნა, იტალიელების - „იუნესკოს” დასკვნა არსებობს, საპატრიარქოს დასკვნა არსებობს. იტალიელები იძახიან: - არ გაჩერდეთ, აუცილებლად იმუშავეთ - როგორც კი გაჩერდებით, ფრესკების გადარჩენის მხრივ უკუსვლა წავა. დღეს საპატრიარქო ამბობს, ყველაფერი გააჩერეთ: - ვის ენდოს, ვის იმას მიჰყვეს, სახელმწიფოა ხომ? - კულტურის სამინისტრო ასე ხომ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა საბოლოო დასკვნა უნდა დაიდოს?! გავაჩერეთ რესტავრაცია და მერე რა იქნება, ვინმეს შეუძლია თქვას?!“, - განაცხადა დუმბაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა