გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა 24 თებერვალს ჩატარდება

კულტურის სამინისტროს განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა ერთი კვირით გადაიდო და 24 თებერვალს ჩატარდება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, საორგანიზაციო საკითხების უკეთ მოგვარების მიზნით და შეხვედრაში მონაწილე პირთა სამუშაო გრაფიკის მხედველობაში მიღებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გადაიდოს ერთი კვირით და ჩატარდეს 24 თებერვალს.

შეგახსენებთ, რომ იუნესკომ დადებითად შეაფასა 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გელათის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა და მის ფარგლებში მუშაობა და თავის დასკვნაში სახელმწიფოს პროცესის განახლებისკენ მოუწოდა.

კულტურის სამინისტრომ მაშინვე გაითვალისწინა მოცემული რეკომენდაცია და თავდაპირველად სხდომა ჩაინიშნა 17 თებერვალს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა