ლევან იოსელიანი - ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე სწორი იქნება, სააკაშვილს სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება მიეცეს

ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, სწორი იქნება, სააკაშვილს სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება მიეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტში "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელსაც კენჭი დღეს ეყრება.

იოსელიანი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეზოლუციები ინიცირებულია არა რამდენიმე დეპუტატის, არამედ 50- ზე მეტი ევროპარლამენტარის მიერ.

"საბოლოო ჯამში, რეზოლუციების მთავარი გზავნილი არის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების და მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ. ამაზე პირველივე დღიდან მაქვს ანალოგიური პოზიცია, მას საშუალება უნდა ჰქონდეს იმკურნალოს იმ ქვეყანაში, სადაც სთავაზობენ, რომ იმკურნალოს. მისი ჯანმრთელობის ინსტრუმენტალიზაცია, პოლიტიკური ნიშნით გამოყენება მისი პარტიის, მისი ოპონენტების მხრიდან, უნდა დასრულდეს და ამით საქართველომ არ იზარალოს. ყველაზე მთავარი არის სტატუსის მიღება", - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, იოსელიანი ამბობს, რომ სხვადასხვა სახის კადრი გავრცელდა და ზოგიერთ მათგანში "სააკაშვილი კარგად არ არის, ასევე გამოქვეყნდა კადრები, სადაც კარგად არის და მოძრაობს".

იოსელიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში საზოგადოებას არ სჯერა, რომ "სააკაშვილი კვდება", თუმცა, ეს დამაჯერებელია ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

"საზოგადოებას რომ სჯეროდეს, ამ კადრების ნახვის შემდეგ, რომ სააკაშვილი კვდება, მაშინ მას ჯანსაღი რეაქცია ექნებოდა, გამოვიდოდა და გააპროტესტებდა ამ ყველაფერს. ამიტომ მგონია, რომ ეს დამაჯერებელი არ არის, ეს ასე რომ იყოს, ხალხმრავალ გამოსვლებს ვნახავდით ქუჩაში, მისი მხარდამჭერების 10 პროცენტი მაინც ხომ უნდა გამოვიდეს? ვფიქრობ, ეს უფრო დამაჯერებელია ქვეყნის გარეთ. ევროპარლამენტში ვხედავთ რეზოლუციას, ვნახეთ გადახდილი თანხაც, რაც ამ კამპანიას ემსახურება, მაგრამ საბოლოო ჯამში, რადგან ეს ადამიანი ამბობს, რომ არ აქვს საშუალება მიიღოს მკურნალობა საქართველოში, რაც სჭირდება, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე სწორი იქნება მიეცეს სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება", - განაცხადა იოსელიანმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე
„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ
Bist-ის თანამშრომლების განცხადება