საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ტექნოპარკში იმყოფებოდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და GITA - ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სუბირ ლალს, მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონსსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებმა აღნიშნეს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის სწრაფი განვითარების ტემპი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში.

„მხარეებმა იმსჯელეს, რა ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ დამატებით, რომ კიდევ მეტად წახალისდეს ეს პროცესი და გაიზარდოს ქართველი კერძო ინვესტორების ჩართულობა და ინვესტიციები ქართულ სტარტაპებში. აღნიშნული დაეხმარება სტარტაპებს კიდევ უფრო სწრაფად ზრდაში, რაც ასევე უზრუნველყოფს უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა