ირაკლი ქარქაშაძე - ADB-ის კვლევამ ჩვენ უნდა მოგვცეს სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა განვავითაროთ ყველა ჩვენი აეროპორტი თანმიმდევრულად მომდევნო 10 წლის განმავლობაში

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული კომპანია Steer Group- ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს აეროპორტების განვითარების კვლევას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში შეფასებული იქნება საქართველოში მოქმედი აეროპორტების კონკურენტუნარიანობა, ეფექტიანობა და შეთავაზებული იქნება მათი გაუმჯობესების გზები და შემდგომი განვითარების ალტერნატივები, როგორც სტრატეგიულ, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. კვლევა 10 წლიან პერიოდს მოიცავს.

,,ეს დოკუმენტი არ იქნება კონკრეტულად რომელიმე აეროპორტის ან ობიექტის განვითარების სტრატეგია, ეს იქნება ზოგადად ქართული ავიაციის, მათ შორის, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი აეროპორტების და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. ამ გეგმით ჩვენ მომდევნო 10 წლის განმავლობაში განვავითარებთ სააეროპორტო ინდუსტრიას. იმისთვის, რომ ავიაციის ინდუსტრია იყოს ეკონომიკურად საინტერესო, კომერციულად მომგებიანი და რა თქმა უნდა, ცალკე აღებული რომელიმე აეროპორტის ან რომელიმე ავიაკომპანიის განვითარებას ვერ მოგვცემს იმ შედეგს რაც იგულისხმება კომერციულად საინტერესო და მომგებიან ინდუსტრიაში. ამისათვის საჭიროა კორელაცია და თანხვედრა ყველა მიმართულების განვითარების,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, ძალიან დიდი ნიშა არსებობს ბაზარზე, რომლის დაკავებაც საქართველოს შეუძლია. რასაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი განვითარების გეგმა და თანმიმდევრული თანამშრომლობა სჭირდება.

,,ეს დოკუმენტი ამ მიმართულებით ჩვენი სამოქმედო გეგმა უნდა გახდეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არის ორგანიზაცია, რომელმაც უნდა შექმნას გარემო და სწორ დროს, სწორი ფორმით მიაწოდოს კერძო სექტორს საინვესტიციო გარემო და ის შესაძლებლობები,რომლებიც სხვადასხვა დროს იხსნება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კვლევის ეტაპზე, შეფასდება საქართველოში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო აეროპორტები, რათა დადგინდეს მათი გამტარუნარიანობა და მზაობა რომ მოემსახურონ იმ რაოდენობის მგზავრებს, 10 წლიან პერიოდშია დაგეგმილი. შეფასება მოხდება, როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ე.წ კარგო ტერმინალების კუთხით.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ. კვლევის ფარგლებში ბრიტანული კომპანია STEER GROUP ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასევე, ადგილზე შეისწავლიან თბილისის, ქუთაისია და ბათუმის აეროპორტების შესაძლებლობებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე