ელისო ბოლქვაძე - გელათთან დაკავშირებით ცივი გონებით, პრაგმატულად, ქვეყნის ინტერესებში შევიკრიბოთ და თუ რაიმე შეგვიძლია, ჩვენ მხოლოდ სამშვიდობო კვლევები ჩავატაროთ!

კულტურის კომიტეტს ვთავაზობ, გელათთან დაკავშირებით არაფორმალურ ფორმატში შევიკრიბოთ - თხოვნა მაქვს, ცივი გონებით, პრაგმატულად ქვეყნის ინტერესებში შევიკრიბოთ და თუ რაიმე შეგვიძლია, ჩვენ მხოლოდ სამშვიდობო კვლევები ჩავატაროთ! - ამ წინადადებით პარლამენტის კულტურის კომიტეტის დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ მიმართა.

ბოლქვაძის თქმით, ამბიციები ყველამ უკან უნდა დახიოს და იმ ღირებულებას მოემსახუროს, რასაც გელათი ჰქვია.

„გელათი არის საერთო ტკივილი, წუხილი, ყველას გვტკივა გული - ყველა ვალდებული ვართ თუ ამ პროცესში რაიმე ვერ წყდება, ვიყოთ მედიატორები, რათა პრობლემა გადაწყდეს, გელათი გადარჩეს.

ამ თემაზე მუშაობა თეა წულუკიანმა დაიწყო, როცა ის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. კომიტეტს ვთავაზობ, რომ არაფორმალურ ფორმატში შევიკრიბოთ. მოვიწვიოთ კულტურის მინისტრის აპარატიდან ვინმე წარმომადგენელი, ასევე საპატრიარქოდან და გავეცნოთ. ჩვენ ხელთ დოკუმენტი არ გვაქვს. რეალურად რა ხდება, არ ვიცით - რაც ჩვენ გვაქვს და ის, რაც კომიტეტს გამოუგზავნეს, როცა კულტურის სამინისტროს ვთხოვეთ, იქ არავითარი ისეთი მონაცემები არ იყო, რომ ამისთვის სპეციალური კომისია გამოგვეყო და უფრო მეტი გაგვეკეთებინა.

პირველ ეტაპზე საკითხი გავარკვიოთ წყნარად და მშვიდად. შეკრება არაფორმალურ ფორმატში ძალიან კარგი იქნება. მოვითხოვოთ ინფორმაცია, რაც ამ წუთას არ გაგვაჩნია - ამას არ მივცეთ პოლიტიკური სარჩული. ეს არის გელათი - ჩვენი მემკვიდრეობა და კულტურა“- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ კომიტეტის სხდომაზე.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე