მთავრობის სხდომაზე „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა - მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 11 საკითხი განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე დაამტკიცეს „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2023 წლის სამოქმედო გეგმა.

სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციითა და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. გეგმა მოიცავს მიმდინარე წელს მთავრობის მიერ განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებს სტრატეგიით განსაზღვრული 4 პრიორიტეტული მიმართულებით შემუშავებული ამოცანების შესასრულებლად და მიზნების მისაღწევად.

მთავრობის 2023 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ორ ეტაპად განახორციელებს. პირველ ეტაპზე, გაანალიზდება 6-თვიან საანგარიშო პერიოდში არსებული პროგრესი, რომლის მიზანია სამოქმედო გეგმის შესაბამისად აქტივობების განხორციელების შესახებ უახლესი ინფორმაციის წარმოდგენა. ხოლო მიმდინარე წლის დასრულების შემდეგ, შემუშავდება მონიტორინგის წლიური ანგარიში, რომელიც აღწერს სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს მთელი წლის განმავლობაში. წლიური ანგარიშები გამოქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“ ეროვნული დონის პოლიტიკის დოკუმენტია. დოკუმენტი 2030 წლისთვის ქვეყნის განვითარების ხედვის ძირითად ელემენტებს აყალიბებს და მოიცავს განვითარების ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას. სტრატეგიის განხორციელების პროგრესის გასაზომად და შესაფასებლად დოკუმენტს თან ერთვის ლოგიკური ჩარჩო, შესაბამისი თვისებრივი და რაოდენობრივი ინდიკატორებით.

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ასევე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) 2023-2026 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით მომზადდა.

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაიწყო და ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს ითვალისწინებს, როგორებიცაა: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, საჯარო სამსახური, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ხელშეწყობას, საჯარო სამსახურის გაძლიერებას, მთავრობის ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების გამარტივებას.

საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტისა (OECD/SIGMA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა