დეა მეტრეველი - თავის მართლება არ უნდა უწევდეს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ გელათთან დაკავშირებით საქმეში გარკვევა სჭირდება - სახეზეა სრული არაკომპეტენტურობა

სახეზეა სრული არაკომპეტენტურობა კულტურის კომიტეტის მართვასა და საკუთარი ინსტიტუციური პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დეა მეტრეველმა გელათთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები გელათის გადასარჩენად უნდა გაერთიანდნენ.

„დაღუპულია გელათი... არასწორად არის დაგებული [სახურავი]“ - განაცხადა დღეს კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან დუმბაძემ და სრულად ვიზიარებ მის ამ შეფასებას. მაგრამ აქვე ვსვამთ კითხვას, რატომ მივიყვანეთ საქმე აქამდე? რატომ არ შეასრულა ამ წლების განმავლობაში პარლამენტმა ეფექტური საზედამხედველო ფუნქცია?

დღეს კულტურის კომიტეტი გაიხსნა უაღრესად უცნაური დღის წესრიგით. ელისო ბოლქვაძეს მხოლოდ ერთი საკითხი ჰქონდა მომზადებული განსახილველად და ეს საკითხი არანაირად არ ეხებოდა გელათს. რომ არა კომიტეტის რამდენიმე წევრის დამატებითი კითხვა, სხდომას დახურულად გამოაცხადებდა. აი, სწორედ ასეთი დამოკიდებულებით მიმდინარეობდა ბოლო სამი წლის განმავლობაში კომიტეტის მუშაობა გელათთან მიმართებაში. მხოლოდ ახლა აპირებს ქალბატონი ელისო „არაფორმალური შეხვედრის“ ორგანიზებას „სამშვიდობო კვლევების“ ფარგლებში სამინისტროსთან. არც ერთი სიტყვა მეცნიერების მოწვევაზე, მათი ანგარიშების მოსმენაზე. თავის მართლება არ უნდა უწევდეს კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ სჭირდება საქმეში გარკვევა, რადგანაც ხელთ არა აქვს დოკუმენტები. ქალბატონო ელისო, ყველა დასკვნა დიდი ხანია საჯაროა და თუ საქმეში ჩასაღრმავებლად დამატებითი მასალები გჭირდებოდათ, გამოგეთხოვათ. პარლამენტს, თქვენს კომიტეტს ხომ აქვს ამის ბერკეტები? სიმართლე კი ისაა, რომ სახეზეა სრული არაკომპეტენტურობა კულტურის კომიტეტის მართვასა და საკუთარი ინსტიტუციური პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.

აღარ არის არაფორმალური შეხვედრების დრო. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები უნდა გაერთიანდნენ ძეგლის გადასარჩენად“, - განაცხადა მეტრეველმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა