მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

„აღინიშნა, რომ სააეროდრომო ტექნიკის განახლების პროცესი ჯერ ისევ გრძელდება და თბილისისა და ბათუმის აეროპორტში დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა ეტაპობრივად ჩამოვა.

მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა აეროპორტის ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, საფრენი მოედანი, სააეროდრომო ტექნიკა, აეროპორტის გამგზავრებისა და ჩამოფრენის ტერმინალები და სხვ. მარიამ ქვრივიშვილი გაეცნო ტერმინალის შიდა დაგეგმარების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომლის დასრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პიკურ პერიოდებზე მგზავრებისთვის სერვისის მიწოდების აჩქარებას გამოიწვევს.

თბილისის აეროპორტში ასევე იმყოფებოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს