საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „შერატონს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ივა ტრიფნოვამ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, ამავე დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე,ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტსა და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“ შორის პარტნიორობა ორივე მხარისთვის ნაყოფიერი და მრავალმხრივ სასარგებლო გახდება, რაც დადებით გავლენას იქონიებს, როგორც სტუდენტთა პროფესიონალ სპეციალისტებად ფორმირების პროცესზე, ასევე, მათი სამომავლო დასაქმების პერსპექტივაზეც.

„მიგვაჩნია, რომ საგანმანათლებლო პროცესის განვითარება და კონკურეტუნარიანი ახალგაზრდა სპეციალიტების აღზრდა-ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ პოტენციურ დამსაქმებლებთან პარტნიორობითა და ერთობლივი ძალისხმევით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უდიდესი და ფართო პროფილის მქონე უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური, აგრარული, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულების კადრებს ამზადებს. ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, უდიდეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან, ჩვენს სტუდენტებს კი აქვთ შესაძლებლობა, პარალელურად, ორი - ქართული და უცხოური უნივერსიტეტის დიპლომები მოიპოვონ. უნივერსიტეტის თანამშრომლობა საქართველოში საერთაშორისო სასტუმროების ერთ-ერთ პირველ ქსელთან - „შერატონთან“ განსაკუთრებით მრავალმხრივ წაადგება ჩვენი ბიზნესადმინისტრირებისა და ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, რადგან მემორანდუმი ითვალისწინებს სასწავლო პროცესში პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებასა და კომპანიის ბაზაზე აქტიური პრაქტიკის გავლას. პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კომპანია „შერატონი“ ყოველწლიურად, ერთი აკადემიური სემესტრის მანძილზე, უნივერსიტეტის 15 წარმატებულ სტუდენტს პრაქტიკის სრულ კურსს გაატარებს. სტუდენტები ჩაერთვებიან რეალურ სამუშაო პროცესებში, განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს და ეყოლებათ პრაქტიკის უშუალო მენტორი. რაც მთავარია, „შერატონი“ იღებს ვალდებულებას, დაასაქმოს საუკეთესო სტუდენტები. გარდა ამისა, ერთობლივად მოხდება საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, რაშიც, ყველა ეტაპზე უშუალოდ იქნებიან ჩართული უნივერსიტეტის სტუდენტები. ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის წარმატების მომტანი იქნება“, - აღნიშნა სტუ-ის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა.

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალურ მენეჯერის განცხადებით, სასტუმროების ქსელს სჭირდება ახალგაზრდა სპეციალისტების თაობა, რომელიც საქართველოში განავითარებს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებაზე იმუშავებს.

მისი ინფორმაციით, კოვიდპანდემიის დაძლევის შემდეგ საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია ისევ მძლავრად ამუშავდა, თუმცა პროფესიონალი კადრების მოზიდვა კვლავაც პრობლემად რჩება.

„შერატონისთვის“ მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რათა ერთობლივი ძალებით გავხადოთ სასტუმრო ინდუსტრია პოპულარული და მივცეთ სტუდენტებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ინდუსტრიაში კარიერული ზრდა სრაფად არის შესაძლებელი. ჩვენ მრავალმხრივ ახალგაზრდა კადრების განვითარება სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია - მხედველობაში გვაქვს საინჟინრო დარგები, ენერგეტიკა, მარკეტინგი, კვებისა და სასმელების ტექნოლოგია, საფინანსო საქმე და სხვა. შეგვიძლია ერთობლივი ძალისხმევით წარმატებას მივაღწიოთ ჩვენს საქმიანობაში და რაც მთავარია, სტუდენტების პროფესიონალ სპეციალისტებად ფორმირების მხრივ. პარტნიორობა აუცილებლად პროდუქტიული იქნება. შეგვიძლია ერთმანეთს ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ და სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები განივითარონ, ჩავუტაროთ მათ ყველა საჭირო ტრენინგი და ვორქ-შოფი, ხოლო საუკეთესო და მოტივირებული ახალგაზრდები დავასაქმოთ. დარწმუნებული ვართ, ჩვენ საუკეთესო თანამშრომლობის შედეგებს დავდებთ“, - აღნიშნა ივა ტრიფნოვამ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი ივა ტრიფნოვა, უახლოეს მომავალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სასტუმრო ინდუსტრიის სპეციფიკაციების შესახებ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და მათ წინაშე საჯარო ლექციით წარსდგება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა