ხათუნა სამნიძე - ევროპული და  ქართული თამაშის წესები აქამდე არავის არასდროს განუცალკევებია, ეს არის რუსული გზავნილი - კახა კალაძეს და არცერთ მაღალჩინოსანს არ აქვს უფლება თქვას, რომ არ გვინდა ევროპული სტატუსი

თუ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობა გვინდა, ჩვენი პარტნიორებისგან უნდა მივიღოთ კრიტიკაც და მითითებებიც - ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ხელისუფლებაში მყოფი ძალის მაღალჩინოსნები ღიად ამბობენ, რომ თურმე, ევროპული გზა და ევროპული თამაშის წესები და ქართული გზა და ქართული თამაშის წესები სხვადასხვაა. ეს არის სწორედ რუსული გზავნილი , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გამოხმაურებები შეაფასა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან კრიტიკას და კონკრეტულ მითითებებს, მუქარად და შანტაჟად იგებს, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ კარგად იცის, რომ თუ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობა გვინდა, ჩვენი პარტნიორებისგან უნდა მივიღოთ კრიტიკაც და მითითებებიც.

„როცა ვამბობთ, რომ მაგალითად, ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს, დიახ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათგან უნდა მოვისმინოთ რეკომენდაციები, მითითებები. ბატონ კუბილიუსს არ უთქვამს, ჩემი პირადი თამაშის წესებით ითამაშეთო. მან თქვა, ევროპის თამაშის წესები. დამოუკიდებლობის მანძილზე, არავის უთქვამს, რომ ევროპული თამაშის წესები და ევროპული ფასეულობები არ არის იგივე ქართული თამაშის წესები და ქართული ფასეულობები. ეს არავის არასდროს განუცალკევებია. დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა საპარლამენტო ტრიბუნიდან ღიად კეთდება ანტიდასავლური განცხადებები და ხელისუფლებაში მყოფი ძალის მაღალჩინოსნები ღიად ამბობენ, რომ თურმე ევროპული გზა და ევროპული თამაშის წესები არის სხვა და ქართული გზა და ქართული თამაშის წესები არის სხვა. ეს არის სწორედ რუსული გზავნილი“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ევროპული ოჯახის წევრობა არჩია და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს არავითარი უფლება არ აქვთ თქვან, რომ ქვეყანას ევროპული სტატუსი არ უნდა.

„ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ევროპული გზა, ევროპული სტატუსი და ევროპული ოჯახის წევრობა არჩია და დღეს არავითარი უფლება არ აქვს კახი კალაძეს და არც ერთ მაღალჩინოსანს, რომ თქვას, რომ არ გვინდა და ამ ქვეყანას არ უნდა ევროპული სტატუსი,“ - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ გზავნილი აქვთ „ქართული ოცნებისთვის“, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, თუ ევროკავშირის წესებით არ ითამაშებს.

საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს და „თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა