„სტრატეგია აღმაშენებელი“ -  როცა ისტორიულ შანსს გვაკარგვინებს "ქართული ოცნება" და მიმდინარეობს წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ,  მეორეხარისხოვან საკითხებზე პოლიტიკური კინკლაობა დანაშაულია

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ მიზანმიმართული ქმედებებით ქვეყანას აკარგვინებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანა და კინკლაობა დანაშაულია , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "სტრატეგია აღმაშენებელი" ავრცელებს და ეხმაურება "უცხოური გავლენის" თაობაზე „ხალხის ძალის" კანონპროექტს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, "ქართული ოცნება" კვლავ მიზანმიმართული ქმედებებით ამცირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს.

„ყველამ ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გარეშე წარმოუდგენელია ევროკავშირის წევრობა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ვერ მიიღებს იმ 14 მილიარდის ოდენობის სიკეთეს, რომელიც სხვადასხვა პროექტით გარდამავალ პერიოდში უნდა მიეღო ქვეყანას ევროკავშირისგან. ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება და ღალატი საქართველოს წინააღმდეგ.

როგორც წინა წელს მიზანმიმართულად სჩადიოდნენ ანტიევროპულ ქმედებებს: იღებდნენ ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომ ქვეყანას ვერ მიეღო კანდიდატის სტატუსი; მაგალითად მოსმენების შესახებ კანონი; ნიკა გვარამიას დაკავება. ახლაც შემოიტანეს ე.წ. კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომელიც თავისი არსით რუსულ და ბელორუსულ კანონებთან უფრო ახლოს არის და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასა და ღირებულებებს.

უფრო მეტიც, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების მიღების გამო უცხოეთის აგენტებად აცხადებენ. ასევე, მიმდინარეობს სააკაშვილის განადგურების სპეცოპერაცია, რაც კიდევ უფრო გვაშორებს ევროპას, ევროპულ პერსპექტივას, ევროპულ კომფორტს, ევროპული ცხოვრების დონეს.

სწორედ ამიტომ, როცა ამ ისტორიულ შანსს გვაკარგვინებს "ქართული ოცნება" და მიმდინარეობს წარმოუდგენელი მასშტაბის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ახლა მეორეხარისხოვან საკითხებზე პოლიტიკური კინკლაობა დანაშაულია.

ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი" როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

კიდევ ერთხელ, გთხოვთ, დავდგეთ ერთად ევროპული პერსპექტივის გადარჩენისთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა